სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილი, რომელიც ტუნისის ქალაქ ლა მარსაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში ითამაშებს.
შაფათავამ და ვასილიევამ პირველ წრეში დაისვენეს, მეოთხედფინალში კი პერუელი ბოტო და სამხრეთაფრიკელი ჰატინგი 6:3, 6:3 დაამარცხეს.
ფინალის საგზურისთვის მატჩში ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგის მქონე იტალიურ დუეტს (გატო-მონტიკონე/გრიმალსკა) გაეჯიბრებიან.
სხვათა შორის, სწორედ ანასტასია გრიმალსკა იყო ის ჩოგბურთელი, რომელმაც ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში შაფათავას 6:1, 6:2 მოუგო.