ფეხბურთი

21:15 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” - მეშვიდე ჩემპიონი

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესილიგისდამთავრებამდე ორი ტურით ადრე გორის “დილა” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გორელებმა სამტრედიაში 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო ბათუმის “დინამომ” მოულოდნელად “სიონთან” წააგო. ახლა გორელებს 60 ქულა მოუგროვდათ და უშუალო მდევარი თბილისის “დინამო” ქულებით რომც დაეწიოს, პირად შეხვედრებში გორელებს უპირატესობა აქვთ - 0:0 გორში, 2:2 თბილისში. დებულების მიხედვითკი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრების შედეგებს ენიჭება – ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი გაუტანია. ამრიგად, თბილისურმა 2:2-მა გორელები გააჩემპიონა. აწი, 13 მაისი გორელებისთვისაც გამორჩეული დღე იქნება.

ამრიგად, “დილა” მეშვიდე გუნდი გახდა მათ შორის ვისაც ქვეყნის ჩემპიონობა მოუპოვებია. მანამდე ეს პატივი ექვს გუნდს რგებია: თბილისის “დინამოს” – (15-ჯერ), “ტორპედოს” (3), “ვიტ ჯორჯიას” (2), “ზესტაფონს” (2), “მეტალურგს” (2) და “სიონს” (1).

“დილას” ჩემპიონობა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ბოლო წლებში ხომ ისინი ქართული ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრდნენ. 2012 წელს ქვეყნის თასი მოიპოვეს, მომდევნო წელს ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ და ორჯერ ითამაშეს ევროპის ლიგის პლეი ოფში. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ კი გარისკეს და მწვრთნელად, მაშინ 24 წლის უჩა სოსიაშვილი მიიყვანეს, სპეციალისტი, რომელსაც მანამდე ოდენ საფეხბურთო სკოლა “ავაზაში,” ქვედალიგელ “სამტრედიასა” და “დინამო 2” –ში ემუშავა. რისკმა გაამართლა – სოსიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, მათ შორის, ვინც საქართველოს ჩემპიონი გამხდარა.

ბათუმის “დინამომ” “სიონთან” წააგო და ახლა მეორე-მესამე ადგილებისთვის თუ იბრძოლებს თბილისელ თანაკლუბელებთან. ბოლნისელთათვის კი ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ, რომელიც მათ, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმაროთ.

თბილისის “დინამომ” “ზუგდიდი” გააცამტვერა და ბათუმელებს ისევ გადაუსწრო. გიორგი ჩირგაძემ ჰეთ თრიქი, ვახტანგ ჭანტურიშვილმა კი დუბლი მიითვალეს. “ცხინვალი” ქობულეთში “შუქურას” უგოლოდ დაშორდა და მეოთხე ადგილი გაინაღდა, რადგან მდევარ “ჩიხურას” ექვსქულიანი უპირატესობის გარდა ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის. მეოთხე ადგილი იმიტომ ვახსენეთ, რომ უეფას ახალი წესის მიხედვით, თასის ფინალისტი ევროთასებზე ვეღარ ხვდება (ზოგიერთი ქვეყნის გამოკლებით), ამიტომ თუ თბილისის “დინამომ” თასის ფინალში “სამტრედიას” მოუგო (რადგან სამეულშია), ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალელები ითამაშებენ.

ცხრილის ქვედა ნაწილიში კი ყველაფერი ბოლო ტურებში გაირკვევა. ჯერეჯერობით ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი ყველა გუნდს აქვს. ცხადია, ზესტაფონელთა გამოკლებით, რომლებიც ჩემპიონატიდან მოხსნეს.

13 მაისი

სამტრედიადილა (გორი) 0:1 (0:1)

0:1 ალექსანდრე კვახაძე (43)

კოლხეთი (ფოთი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (0:0)

1:0 შოთა ჯიქია (84), 2:0 თედო კაკულია (90)

მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

შუქურა (ქობულეთი) – ცხინვალი 0:0

სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

1:0 ვიეირა მედინა (80)

დინამო (თბილისი) - ზუგდიდი 7:0 (3:0)

1:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (15), 2:0 გიორგი პაპუნაშვილი (17), 3:0, 4:0 გიორგი ჩირგაძე (40, 66), 5:0 ჯაბა ჯიღაური (78), 6:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (80), 7:0 გიორგი ჩირგაძე (90)

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 2:1 (2:0)

1:0 ლაშა კუჭუხიძე (33), 2:0 დავით ოდიკაძე (36, პენ.), 2:1 დიმიტრი ზოზულია (88)

ზესტაფონიტორპედო (ქუთაისი)

(ტორპედოს ტექნიკური მოგება 0:3)

29-ე ტური. 17 მაისი. კვირა: ცხინვალი – მეტალურგი, ჩიხურა – სამტრედია, ვიტ ჯორჯია – კოლხეთი, ზუგდიდი – სიონი, ტორპედო – შუქურა, მერანი – დილა, გურია – დინამო (თბ)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

28

18

6

4

46

20

26

60

დინამო თბ

28

16

6

6

51

26

25

54

დინამო ბთ

28

16

4

8

34

23

11

52

ცხინვალი

28

15

4

9

39

34

5

49

ჩიხურა

28

12

7

9

37

32

5

43

სამტრედია

28

12

6

10

35

27

8

42

ტორპედო

28

10

10

8

38

30

8

40

გურია

28

10

8

10

34

38

-4

38

შუქურა

28

10

8

10

33

35

-2

38

კოლხეთი ფ

28

9

9

10

30

29

1

36

მერანი

28

9

8

11

26

28

-2

35

ზუგდიდი

28

7

9

12

20

42

-22

30

სიონი

28

7

5

16

26

43

-17

26

ზესტაფონი

28

6

8

14

40

55

-15

26

მეტალურგი

28

6

7

15

22

38

-16

25

ვიტ-ჯორჯია

28

6

5

17

26

37

-11

23

მეგოლეები:

14 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

12 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამოთბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი), გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.119123