ფეხბურთი

20:52 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხანდაზმულ ფინალისტებს შეუერთდა

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობა და ფინალში 2003 წლის შემდგომ პირველად გავიდა. აღსანიშნავია, რომ “იუვე” ლიგის ფინალების ისტორიაში საშუალო ასაკით ყველაზე ხანდაზმულ გუნდთა შორის რიგით მესამეა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში მასიმილიანო ალეგრის სასტარტო თერთმეტი ფეხბურთელის საშუალო ასაკი 30 წელსა და 21 დღეს შეადგენდა. “იუვენტუსზე” უფრო ხანდაზმული გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე ასევე იტალიურ გუნდებს – “მილანსა” და “ინტერს” გაუმარჯვიათ.

“როსონერის” საშუალო ასაკი 2007 წელს 31 წელსა და 35 დღეს შეადგენდა, ხოლო მილანის “ინტერმა” 2010 წელს ლიგის მოგება 30 წლისა და 92 დღის ფეხბურთელებით შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119617