დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი რომის Internazionali BNL d'Italia-ს მეოთხედფინალში ითამაშებს. შეჯიბრების მესამე წრეში 33 წლის შვეიცარიელმა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 6:3, 7:5 და მის მომდევნო ოპონენტს ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და იტალიელი ფაბიო ფონინის დაპირისპირება არკვევს.
სადღეისოდ კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ფედერერმა რეიტინგში 16-ე საფეხურზე მყოფ ანდერსონს საათსა და 15 წუთში “გაუსწორდა”. როჯერის აქტივში 5 ეისია (მეტოქემ 14 ეისი შეასრულა), ხოლო ამ ჩოგბურთელების პირადი შეხვედრების ანგარიში 3:0 გახდა ევ როპელის სასარგებლოდ.
რომის ტურნირის მეოთხედფინალში არიან გასულები რაფა ნადალი, დავიდ ფერერი, სტენ ვავრინკა, დავიდ გოფინი. ამ უკანასკნელთან კორტზე გასვლა ენდი მარეიმ იუარა.