როგორც Daily Mirror იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ასმირ ბეგოვიჩის შეძენით დაინტერესდა. ბოსნიელის შეძენა იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ დე ხეა მადრიდის “რეალში” გააგრძელებს კარიერას. 24 წლის ესპანელი მეკარის შემცვლელად ბეგოვიჩი მოიაზრება.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერი” ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგი მეკარის უგო ლორისის შეძენითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ამჯერად ცნობა ბეგოვიჩთან დაკავშირებით გავრცელდა, რომელსაც “სტოკთან” კონტრაქტი შემდეგი სეზონის დასასრულს ეწურება.
27 წლის ბეგოვიჩი “პორტსმუთის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდს კი “სტოკში” ატარებს. მას ბავშვობის წლები კანადაში გაუტარებია, ამიტომაც ითამაშა კანადის ახალგაზრდულ ნაკრებში, 2009 წლიდან კი ბოსნიის ეროვნული ნაკრების წევრია.