გამოჯანმრთელების შემდეგ ბიალისტოკის “იაგიელონიაში” დაბრუნებული ნიკა ძალამიძე თავისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა.
“ძალიან მიხარია, რომ გამოვჯანმრთელდი. ვმუშაობ. უნდა ვივარჯიშო, რომ ფორმაში შევიდე. სამწუხაროა, რომ “შლიონსკთან” ქულა დავკარგეთ. მატჩი ცოტა სუსტად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ხასიათი ვაჩვენეთ. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ.
დარჩენილ ტურებში ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. მომავალ მატჩებში ჩვენი გეგმა გვაქვს. ამ გუნდებს ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ. მიმდინარე სეზონში “ლეგია” დავამარცხეთ და იგივე უნდა გავაკეთოთ”, - თქვა ძალამიძემ, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ, პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას განვლილ ტურში “შლიონსკთან” მატჩში (1:1) მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.