ფეხბურთი

0:48 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახათაძის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში 2:0 დაამარცხა შოტლანდია. გიორგი მახათაძემ, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა, 64-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. რუსეთის ნაკრები მეოთხედფინალურ მატჩს 15 მაისს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ხსენებული მატჩის გარდა რუსეთმა ჯგუფურ ტურნირში ორი მატჩი გამართა. საბერძნეთთან ფრედ 2:2 ითამაშა, საფრანგეთთან კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საბოლოოდ კი მეორე ადგილზე გავიდა, მახათაძის გუნდი მხოლოდ ფრანგებს ჩამორჩა.

0.116791