“მონაკო” მადრიდის “ატლეტიკოს” ხორვატი შემტევით, მარიო მანჯუკიჩით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. ტრანსფერი ზაფხულში იგეგმება.
“მონაკო” მზადაა მანჯუკიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში, მანჯუკიჩმა “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.