ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელით ჩარლი ოსტინით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. აღნიშნულ ცნობას ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ქპრ-მ პრემიერლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში გაატარებს. რასაკვირველია, ოსტინის დონის ფორვარდს დაბალ ლიგაში თამაში არ სურს და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მშვენივრად ხვდება, რომ ლიდერის გაყიდვა მოუწევს. ჩარლით “ვესტ ბრომვიჩი”, “ნიუკასლი” და “საუთჰემპტონი” ინტერესდებიან. ნახსენები წყაროს ცნობით, ეს უკანასკნელი მზადაა, რომ 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი გაიღოს.
ოსტინმა მიმდინარე პრემიერლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6-ჯერ გუნდელებს გაატანინა, თუმცა ქპრ უძლიერესთა შორის მაინც ვერ დატოვა.