ფეხბურთი

18:01 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ამაყი ვარ, რომ “ბაიერნს” ვწვრთნი”

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბაიერნმა” “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა 5:3 იმარჯვეს და ტურნირის ფინალში გააღწიეს. მატჩის შემდგომ მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მარცხის მიუხედავად, მოთამაშეების გარჯით კმაყოფილია.

“მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ, რომ “ბაიერნს” ვწვრთნი. ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. გვინდოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვეთამაშა, მაგრამ დავმარცხდით. ვამაყობ “ბაიერნის” მოთამაშეებით. “ბარსელონა” ფინალში თამაშს იმსახურებდა. თუ გინდა “ბარსას” მოუგო, მაშინ მათ ბურთი უნდა დაუმალო. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, ამის გათვალისწინებით კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით”- განაცხადა გვარიოლამ.

0.11641