“ლაციოს” ნახევარმცველმა 22 წლის ფელიპე ანდერსონმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. როგორც Le Parisien-ი იუწყება, ბრაზილიელის გადაბირებით პსჟ-ა დაინტერესებული.
პარიზელებს “მანჩესტერის” არგენტინელი ნახევარმცველის ანხელ დი მარიას შეძენაც სურთ, თუმცა თუ არგენტინელის გადაბირება ვერ მოხერხდება, კლუბის შემდეგი სამიზნე სწორედ ფელიპე ანდერსონი იქნება.
მიმდინარე სეზონში ანდერსონმა ყველა ტურნირზე ერთად 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.