ჩოგბურთი

13:58 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანტიანის საჩოგბურთო ტურნირს 3 ქართველი შემორჩა

პანტიანში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია. შეჯიბრის საკვალიფიკაციო ბადეში 6 ქართველი ჩაება, რომელთაგან მიზანს ერთადერთმა უწია.

გუგა თავაძემ პირველ წრეში გიორგი ლაპიაშვილი 6:4, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი სომეხ დავიდ იედიგარიანს 6:3, 7:6 (7:2) სძლია. სამწუხაროდ, ძირითად ტურნირში თავაძემ რუს ალექსანდერ ბობორიკინთან 3:6, 0:6 წააგო.

კვალიფიკაციაში გიორგი რევაზიშვილი დიმიტრი ვორონინთან (რუსეთი) დამარცხდა – 1:6, 3:6, ალექსანდრე ანდღულაძე – რომან ჟურბინთან (რუსეთი) – 0:6, 1:6, კარენ სარკისიანი – შალვა ჯანაშიასთან (რუსეთი) – 0:6, 0:6, ხოლო გიორგი ბუზალაძე – ფილიპ სმალიანისთან (რუსეთი) – 2:6, 0:6.

ძირითად ბადეში პირდაპირ 3 ქართველი ჩოგბურთელია დაშვებული. გიორგი ცივაძე პირველ ნომრად განთესილ ბენჟამინ ბალერეს (მონაკო) გაეჯიბრება, გიორგი ჯავახიშვილი – ილია ლებედევს (რუსეთი, მე-8), ირაკლი მეტრეველი კი – პედრო საკამოტოს (ბრაზილია, მე-2).

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი და მეტრეველი ბრიტანელ ასვატს და რუს სმალიანის გაეჯიბრებიან, ცივაძე და ამერიკელი გურევიჩი – რუსებს ბობორიკინს და კიუამოვს, ხოლო რევაზიშვილი და რუსეთის სახელით მოთამაშე კიკალიშვილი – ასევე რუსებს გალკინს და ლებედევს.

0.107243