ფეხბურთი

11:21 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანი გვარდიოლას საქციელმა აღაშფოთა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მეკარე და ამჟამად ტელეკომპანია ZDF-ის ექსპერტი ოლივერ კანი “ბარსელონასთან” გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას საქციელით გაოცებული დარჩა.

გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, “ბაიერნის” ნახევარმცველს თომას მიულერს თამაშის დასრულების შემდეგ კანის კითხვებზე უნდა ეპასუხა, რა დროსაც მათთან კლუბის პრესატაშე მარკუს ჰერვიკი მივიდა და განაცხადა, რომ გვარდიოლა მიულერს ინტერვიუს მიცემას უკრძალავდა და გასახდელში უხმობდა. მიულერმა შექმნილი სიტუაცია განმარტა და აღნიშნა, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებს გასახდელში კრებდა, რათა მათთვის მადლობა გადაეხადა. კანმა კი მომხდარის გამო აღშფოთება ვერ დაფარა და გვარდიოლას საქციელი თოჯინების თეატრს შეადარა.

“ბაიერნმა” სამშაბათს საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური კანალონიელებმა მოიპოვეს. ლუის ენრიკეს შეგირდებმა “კამპ ნოუზე” ერთი კვირის წინ 3:0 სძლიეს მიუნხენელებს.

0.118818