ჩოგბურთი

1:02 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი ტუნისში

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ტუნისის ქალაქ ლა მარსაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველივე წრეში დამარცხდა.

სოფო კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ ანასტასია გრიმალსკას დაუპირისპირდა და 1:6, 2:6 წააგო.

წყვილთა შეჯიბრში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და მეოთხედფინალში პერუელ ბოტოს და სამხრეთაფრიკელ ჰატინგს ეთამაშებიან.

0.115105