ჩოგბურთი

14:05 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტოტის წინააღმდეგ ითამაშა

რომში სტარტი აიღო “მასტერზ1000”-ის მორიგმა გათამაშებამ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (შარშანდელ ფინალში რაფა ნადალს 4:6, 6:3, 6:3 მოუგო), დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან ერთად, წინასატურნიროდ “რომას” საწვრთნელი ბაზა მოინახულა და “მგლების” ვარსკვლავთან ფრანჩესკო ტოტის, აგრეთვე ალესანდრო ფლორენცისთან საჩვენებელი საჩოგბურთო მატჩი ჩაატარა. ჯოკოვიჩ-ვოზნიაცკი – ტოტი-ფლორენცი პაექრობის დასრულების კორტზე სხვა რომაელი ფეხბურთელებიც გავიდნენ.

რომის “მასტერზ1000”-ის საპრიზო ფონდი 3830295 ევროა, მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი ჯოკოვიჩი კი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ესპანელ ნიკოლას ალმაგროს შეხვდება.

0.130542