ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა იმ 27 მოთამაშის სია დაასახელა, რომლებიც 11 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩილეში გასამართი კოპა ამერიკისთვის მოემზადებიან.
ინტერნეტპორტალ eurosport.com-ის ინფორმაციით ტაბარესის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (“გალათასარაი”, თურქეთი), მარტინ სილვა (“ვასკო და გამა”, ბრაზილია), როდრიგო მუნიოსი (“ლიბერტადი”, პარაგვაი).
მცველები: მაქსი პერეირა (“ბენფიკა”, პორტუგალია), ალვარო პერეირა, მატიას აგირეგარაი (ორივე “ესტუდიანტესი”, არგენტინა), ხოსე მარია ხიმენესი, დიეგო გოდინი (ორივე “ატლეტიკო”, ესპანეთი), სებასტიან კოატესი (“სანდერლენდი”, ინგლისი), ემილიანო ველასკესი (“ხეტაფე”, ესპანეთი), გასტონ სილვა (“ტორინო”, იტალია), მატიას კორუხო (“უნივერსიდადიად დე ჩილე”, ჩილე), ხორხე ფუსილე (“ნასიონალი”).
ნახევარმცველები: კამილო მაიადა, კარლოს სანჩესი (ორივე “რივერ პლეიტი”, არგენტინა), ალვარო გონსალესი (“ტორინო”, იტალია), ეხიდიო არევალო-რიოსი (“ტიგრესი”, მექსიკა), ვალტერ გარგანო (“ნაპოლი”, იტალია), გუსმან პერეირა (“უნივერსიდადიად დე ჩილე”, ჩილე), ნიკოლას ლოდეირო (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), კრისტიან როდრიგესი (უკლუბო), ჯორჯიან დე არასკაეტა (“კრუზეირო”, ბრაზილია).
თავდამსხმელები: დიეგო როლანი (“ბორდო”, საფრანგეთი), ჯონათან როდრიგესი (“ბენფიკა”, პორტუგალია), ედინსონ კავანი (პსჟ, საფრანგეთი), კრისტიან სტუანი (“ესპანიოლი”, ესპანეთი), აბელ ერნანდესი (“ჰალი”, ინგლისი).
ურუგვაელებს კოპა ამერიკაზე “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი ვერ დაეხმარება. ის შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელი მცველის ჯორჯო კიელინის კბენისთვის დისკვალიფიცირებულია და ჯერჯერობით სანაკრებო დონეზე ვერ თამაშობს. ტაბარესი საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას 1-ელ ივნისამდე გამოაცხადებს.