ფეხბურთი

17:22 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვასხვაძემ და ხმალაძემ “ოთელოსთან” გაახანგრძლივეს

მეკარე როინ კვასხვაძემ და ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) “ოთელოსთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივეს.

“ჩვენი მწვრთნელის რეკომენდაციით 25 წლის მეკარე როინ კვასხვაძემ და 30 წლის ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ დღეს ჩვენს კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ჩვენ მათ მივესალმებით და თავის საქმეში წარმატებას ვუსურვებთ” – ნათქვამია “ოთელოსის” ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ინტერნეტპორტალმა shootandgoal.com-მა გაავრცელა.

2014-2015 წლების სეზონში კვასხვაძემ “ოთელოსში” 26 მატჩი ჩაატარა, ხოლო ხმალაძემ 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ამ გუნდის რიგებში ელგუჯა გრიგალაშვილიც გამოდის, რომელმაც 24 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. “ოთელოსი” კვიპროსის 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

0.115175