ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და სეზონის ბოლომდე პსვ-ს შემტევმა მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მისი გადასვლა ლუის ვან გაალის დამსახურებაა. 21 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან უკვე “წითელი ეშმაკების” რიგებში ითამაშებს.
“ბოლო მომენტში “მანჩესტერის” მწვრთნელ ლუის ვან გაალს ვესაუბრე და ლაპარაკის შემდეგ მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ინგლისურ კლუბში მინდოდა თამაში.” – განაცხადა შემტევმა.
ვან გაალის დამსახურებით დეპაის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში მემფისმა 39 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა სატრანსფერო ფასმა 12-დან 20 მილიონ ევრომდე აიწია.