ფეხბურთი

12:07 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” ბაკას შემცვლელად ფალკაოს განიხილავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომლის კონტრაქტიც “მონაკოს” ეკუთვნის, ესპანური “სევილიას” ინტერესის სფეროში მოექცა.

სევილიელები 29 წლის ფეხბურთელში მისი თანამემამულე კარლოს ბაკას პოტენციურ შემცვლელს ხედავენ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლას აპირებს.

როგორც ჩანს, “სევილიაში” კოლუმბიელების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და მათი ინტერესის სფეროში “რივერ პლეიტის” ფორვარდი ტეოფილუ გუტიერესიც მოხვდა. მაგრამ პრიორიტეტად მაინც ფალკაო მიიჩნევა, რომელზეც უეფას ფინანსური სანქციების გამო “მონაკო” ფასდაკლების გამოცხადებას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118224
სარეკლამო ადგილი - 99
X x X