იტალიის სერია A-ს XXXV ტურის შემდგომ მოწინავე სამეული უცვლელი დარჩა. მეორეადგილოსანი “რომას” წაგებით ვერ ისარგებლა “ლაციომ”. გამარჯვება ვერც “ნაპოლიმ” მოახერხა, ხოლო მილანის “ინტერმა” ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი კიდევ უფრო გაიმყარა.
ტურის ცენტრალურ მატჩში რომის “ლაციომ” მილანის “ინტერი” მიიღო. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში თანაქალაქელ “რომას” გადაასწრებდნენ და მეორე ადგილზე დამკვიდრდებოდნენ, ხოლო “ინტერი” კი ევროპის ლიგის ზონას დაუხლოვდებოდა. ამიტომაც იყო, რომ “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართული მატჩი მეტად დაძაბული რომ გამოდგა. მასპინძლებმა შეხვედრის ძირითადი ნაწილი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, ხოლო 64-ე წუთიდან მოყოლებული საერთოდ 9 კაცით ითამაშეს. ამის ფონზე გასაკვირი არაა, რომ სამი ქულა საბოლოოდ “ინტერს” დარჩა. არადა, “არწივებმა” კარგად დაიწყეს და უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდნენ. ფელიპე ანდერსონის კარგი გადაცემა ანტონიო კანდრევამ ერთი შეხებით დააგვირგვინა. თუმცა რომაელთა სიხარული ნაადრევი გამოდგა. თამაშის გმირი კი სტუმართა ნახევარმცველ ერნანესი აღმოჩნდა, რომელიც “ინტერს” სწორედ” “ლაციოდან” შეუერთდა. ბრაზილიელმა ყოფილი გუნდის კარი ორჯერ აიღო. სამხრეთამერიკელმა ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 84-ე წუთზე მეკარე ბერიშასთან პირისპირ გასულმა იხეირა. აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე “ინტერნაციონალეს” საუკეთესო ბომბარდირმა მაურო იკარდიმ პენალტის გატანა ვერ შეძლო. მას ალბანელმა მეკარემ არ გაატანინა. “ლაციო” ამ მარცხის შემდგომ ისევ მესამე პოზიციაზე დარჩა, თუმცა მდგომარეობა ოდნავ გაირთულა, ხოლო “ინტერი” ევროპის ლიგის ზონაში მყოფ “სამპდორიას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი, რომელიც კითხვის ქვეშ ისედაც იდგა, კიდევ უფრო დააყენა “ნაპოლიმ”. რაფა ბენიტესის გუნდმა მორიგი წარუმატებელი შეხვედრა “პარმასთან” ჩაატარა. მართალია “აძურის” არ წაუგია, მაგრამ უკვე გავარდნილ და უმოტივაციო მასპინძლებთან ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერანაირად ვერ იქნება. თანაც, სტუმრები ორჯერ აგებდნენ – რაფაელე პალადინოსა და ხორკერას გოლები მანოლო გაბიადინიმ და დრის მერტენსმა გაქვითეს. ახლა ნეაპოლიტანურ კლუბს მესამე ადგილთან 3 ქულა აშორებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ სამი ტურიღაა დარჩენილი.
ევროპის ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა ფლორენციის “ფიორენტინამ”. “იებმა” ტოსკანურ დერბიში “ემპოლის” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგეს. სტუმართაგან საუკეთესო სლოვენიელი იოსიპ ილიჩიჩი იყო, ვინაც დუბლი შეასრულა, ერთიც მოჰამედ სალაჰმა გაიატანა. მასპინძლებმა კი ერთი ხანობა რიკარდო საპონარას გოლით ანაგრიში გაათანაბრეს, ხოლო 77-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ქართველმა ლევან მჭედლიძემ დააფიქსირა. ქართველი მოედანზე სულ ერთი წუთის შესული გახლდათ. გოლი კი ლევანს მართლაც მშვენიერი გამოუვიდა – საჯარიმოში მან ლამაზი მოძრაობით ხოსე ბასანტა მოატყუა და ნეტოს კარი ისე დალაშქრა.
მოიგო ევროპის ლიგის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა “სამპდორიამ”. გენუელებმა სტუმრად “უდინეზე” 4:1 გააცამტვერეს და 6 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. ლიგურიელთა შორის კარგი მატჩი ჩაატარა ნახევარმცველმა რობერტო სორიანომ. მან ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. უდინელთაგან კი პრესტიჟის გოლი კვლავაც ტოტო დი ნატალემ გაიტანა ვისაც ახლა სერია ა-ში 207 გატანილი გოლი დაუგროვდა.
კვირის სათამაშო დღემ სტარტი ვერონული დერბით აიღო. “კიევომ” და “ვერონამ” ერთმანეთს პირველ ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს, თუმცა მეორე 45 წუთში გოლი აღარ გასულა. ნომინალური სტუმართაგან ისევ გაიტანა ლუკა ტონიმ, ვინც ბომბარდირთა დავაში კარლოს ტევესს ერთ ნაბიჯზე დაუახლოვდა.
“პარმას” ბედი ოფიცილურად “ჩეზენამაც” გაიაზირა და გაისად ქვედა ლიგაში ვიხილავთ. ემილია-რომანიელებმა უმოტივაციო “სასუოლოსან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და 2:3 დამარცხდნენ.
სამაგიეროდ, ახლა უკვე დარჩენილ ტურებში 1 ქულის მოპოვება აკლია ბერგამოს “ატალანტას” იმისათვის, რომ უძლიერესთა შორის ადგილი ოფიციალურად დაიბევოს. ედუარდო რეიას გუნდმა გასვლაზე სიცლიურ “პალერმოს” ანალოგიური ანგარიშით, - 3:2 აჯობა.
“კიევო” – “ვერონა” 2:2 (2:2)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 11.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, დაინელი, ცეზარი, ბირაგი (სარდო 84); ბირსა (ბოტა 59), რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი (კოფიე 13); პალოსკი, პელისიერი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, როდრიგესი, მორასი, აგოსტინი; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი (კამპანარო 66, ნიკო ლოპესი 89); იანკოვიჩი, ტონი, გომესი (ვალოტი 67)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 პალოსკი (9), 1:1 გომესი (20), 1:2 ტონი (26), 2:2 პელისიერი (40, პენ)
გაფრთხილება: ჰეტემაი (3), სკელოტო (19), ცეზარი (85) – იანკოვიჩი (3), ობადი (5), ტონი (21), გომესი (28), ტაკჩიდისი (76)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 11:3 გაფრთხილება: 3:5
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ჩეზენა” – “სასუოლო” 2:3 (2:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, კაშონე (კაცოლა 85), დე ფეუდისი (ტაბანელი 69); ბრიენცა; როდრიგესი (ჯურიჩი 78), დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მისიროლი, (კრისბა 90) ბიონდინი, ტაიდერი; ბერარდი (ნატალი 85), ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 70)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 დეფრელი (15), 2:0 ბრიენცა (29), 2:1 ძაძა (48), 2:2 ტაიდერი (51), 2:3 მისიროლი (69)
გაფრთხილება: ბრიენცა (62), კარბონერო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 12 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:4 გაფრთხილება: 2:0
მსაჯი: ლუკა ბანტი
“პალერმო” – “ატალანტა” 2:3 (1:2)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 17.000
“პალერმო” (3-5-2): უიკანი; ვიტიელო, ანდელკოვიჩი (ქუაისონი 35), გონსალესი; რისპოლი, ჩოჩიევი, რიგონი, იაიალო (მარესკა 77), ლაზაარი (დაპრელა 59); ვასკესი, ბელოტი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ატალანტა” (4-3-3): ავრამოვი; ძაპაკოსტა, მაზიელო, ბიავა (ბენალუანე 61), დრამე; მილიაჩო, ბაზელი (ჩიგარინი 46), კარმონა; დ’ალესანდრო (ფრეცოლინი 57), პინილია, გომესი
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 0:1 ბაზელი (6), 0:2 ანდელკოვიჩი (17, ა.გ), 1:2 ვასკესი (43), 1:3 გომესი (51), 2:3 რიგონი (68)
გაფრთხილება: გონსალესი (20) – ძაპაკოსტა (25), ბიავა (36)
გაძევება: ავრამოვი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (9) – 9 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 13:2 გაფრთხილება: 1:2 გაძევება: 0:1
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“უდინეზე” – “სამპდორია” 1:4 (0:1)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 9.000
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი; გილერმე, ჰალბერგი (ჰეტრო 72), კონე (აგირე 57); პინცი; დი ნატალე, გეიხო (ტერო 46)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; ვსჟოლეკი (კაჩიატორე 75), სილვესტრე, მუნიოსი, რეჯინი (კოდა 81); დანკანი, პალომბო, აკქუა; სორიანო, მურიელი, ეტო’ო (ჯორჯევიჩი 56)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 სორიანო (26), 0:2 სორიანო (63), 0:3 აკქუა (80), 1:3 დი ნატალე (87), 1:4 დანკანი (90)
გაფრთხილება: პირისი (82) – სორიანო (39), რეჯინი (56), ვივიანო (87), კოდა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 18 (11) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ემპოლი” – “ფიორენტინა” 2:3 (1:1)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 9.000
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, ლაურინი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე (ზიელინსკი 64); საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 77), პუჩიარელი (ტავანო 72)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; რიჩარდსი (სავიჩი 67), როდრიგესიმ ბასანტა, ვარგასი; ბადეი, პიზარო, აკვილანი; ილიჩიჩი, ჯილარდინო (მატი ფერნანდესი 62), ბერნარდესკი (სალაჰი 46)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (4), 1:1 საპონარა (28), 1:2 სალაჰი (57), 1:3 ილიჩიჩი (68), 2:3 მჭედლიძე (77)
გაფრთხილება: მჭედლიძე (83) – ბადეი (23), ვარგასი (33)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 11 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:4 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“პარმა” – “ნაპოლი” 2:2 (2:1)
პარმა, “ენიო ტარდინი”
მაყურებელი: 13.172
“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი (კოსტა 73), მენდესი, ფედალი, გობი; მაური (გეძალი 79), ნოჩერინო, ხორკერა (მარიგა 70); ლილა, პალადინო, ვარელა
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო (იგუაინი 57), ინლერი (ლოპესი 75); გაბიადინი, ჰამშიკი, მერტენსი; ძაპატა (კალეხონი 52)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 1:0 პალადინო (9), 1:1 გაბიადინი (28), ხორკერა (33), 2:2 მერტენსი (72)
გაფრთხილება: მენდესი (22), ლილა (53) – ალბიოლი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 22 (12) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:10 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ლაციო” – “ინტერი” 1:2 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 45.000
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, სიანი, მაურისიო, რადუ; ბილია, პაროლო; კანდრევა (კეიტა 77), მაური (ბრაიფიედი 28), ანდერსონი; კლოზე (ბერიშა 64))
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (ნაგატომო 68), რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; კოვაჩიჩი, მედელი, გუარინი (პოდოლსკი 46); ერნანესი; პალასიო (ბროჟოვიჩი 90), იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 კანდრევა (8), 1:1 ერნანესი (27), 1:2 ერნანესი (84)
გაფრთხილება: მაური (24), მარკეტი (27), ბილია (71) – დ’ამბროზიო (12), ერნანესი (68), ნაგატომო (90)
გაძევება: მაურისიო (24), მარკეტი (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 15 (8) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 8:2 გაფრთხილება: 3:3 გაძევება: 2:0
მსაჯი: დავიდე მასა
ბომბარდირები: კალროს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 19, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16.