ფეხბურთი

18:11 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” კოკეში  40 მილიონს იხდის

ლონდონის “ჩელსი” “ატლეტიკოს” ნახევარმცველით, კოკეთი დაინტერესდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს. წყაროს ცნობით, კოკეს გადაბირება პირადად ჟოზე მაურინიოს სურს.

“ლურჯები” მზად არიან, “ატლეტიკოს” კოკეში 40 მილიონი გირვანქა შესთავაზონ. ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში იგეგმება. მიმდინარე სეზონში კოკემ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111236