კალათბურთი

14:55 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გასოლმა შესაძლოა “კლივლენდთან” ვერ ითამაშოს

ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ჩიკაგო ბულზის” მძიმე ფორვარდს, ესპანელ პო გასოლს მუხლისქვედა მყესის ტრავმა აწუხებს. რის გამოც ესპანელმა შესაძლოა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე, “კლივლენდის” წინააღმდეგ მატჩში ვერ მიიღოს მონაწილეობა. ამას ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ესპანელმა გიგანტმა შაბათს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა.

გასოლის თქმით, მუხლის ტრავმა “კლივლენდთან” მეორე მატჩში მიიღო და მესამე თამაშში, დაზიანება გაუმიზეზდა. წყაროს ცნობით, ესპანელმა გამოკვლევა ჩაიტარა და მოტეხილობა არ დაფიქსირდა.

გასოლი “ჩიკაგოსთვის” დიდ ძალას წარმოადგენს. მიმდინარე სეზონში ის საშუალოდ ერთ მატჩში 18.5 ქულას, 11.8 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებს.

“ჩიკაგო” 2-1 იგებს “კლივლენდთან” სერიას.

0.117221