ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, “პარი სერ ჟერმენი” მზადაა, ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ანხელ დი მარიას იჯარა განახორციელოს და ინგლისელებს 6 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ამავდროულად პარიზელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
ჯერჯერობით “წითელი ეშმაკების” პოზიცია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია. არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მანჩესტერულ გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.