ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 99%-ით გაირკვა, რომ 2014/2015 წლების სეზონის გამარჯვებული კატალონიური “ბარსელონა” გახდება. “ბლაუგრანამ” გუშინ “სოსიედადი” დაამარცხა შინ, ხოლო “რეალმა” “ვალენსიასთან” დაკარგა ქულები და სხვაობა უკვე 4 ქულა შეადგენს. “ბარსელონას” ჩემპიონობის მოსაპოვებლად დარჩენილი ორი მატჩიდან ერთის მოგება სჭირდება (“ატლეტიკოსთან” გასვლა და “დეპორტივოსთან” შინ).
ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, სადაც 25-ე წუთზე “ვალენსია” ალკასერისა და ფუეგოს გოლებით უგებდა “რეალს”. მადრიდელები რასაკვირველია ბევრს უტევდნენ, ოთხჯერ ბურთი ძელს მორტყეს, დიეგო ალვეშმა არერთი რთული დარტყმული მოიგერია, ხოლო პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კრიშტიანო რონალდუს პენალტი აუღო. მასპინძლებმა 56-ე წუთზე მოახერხეს გაქვითვა, პეპემ თავური დარტყმით შეძლო გატანა, ხოლო 84-ე წუთზე ისკომ შესანიშნავი გოლით “რეალს” ქულა მოუპოვა, რომელიც ნაკლებად თუ გამოადგება “სამეფო კლუბს” – 2:2.
“ბარსელონამ” შინ “სოსიედადი” მიიღო და დაგეგმილი 3 ქულა გაიფორმა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ყველაფერი მოლოდინისამებრ წარიმართა. 51-ე წუთზე ნეიმარმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით იხეირა, ხოლო 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პედრომ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა – 2:0.
ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “დეპორტივომ” ლოპოს გოლით ბოლო წუთზე გადაარჩინა ქულა “სან მამესზე”, სადაც “ბილბაო” ადურისის გოლით იგებდა, ხოლო “გრანადამ” ლიგა ადელანტეში გავარდნილი “კორდობა” დაამარცხა შინ.
რეალი – ვალენსია 2:2 (0:2)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, კოენტრაო (მარსელო 46), არბელოა (კარვახალი 46), კროოსი (ილარამენდი 25), ისკო, ხამესი, ბეილი, რონალდუ, ხ.ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, გომეში (დე პაული 78), პარეხო, პიატი (ორბანი 90), ფეგული, ალკასერი (ნეგრედო 69).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 ალკასერი (19), 0:2 ალკასერი (26), 1:2 პეპე (56), 2:2 ისკო (84).
გაფრთხილებები: რამოსი, პეპე, არბელოა, ხ.ერნანდესი – პარეხო, გომეში, გაია, ოტამენდი
მსაჯი: კლოს გომესი
ბარსელონა – სოსიედადი 2:0 (0:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, ბარტრა (მასკერანო 61), ადრიანო, ალვეში, ხავი (ინიესტა 74), რაფინია (პედრო 82), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო, ბერგარა, გრანერო (ელუსტონდო 93), კანალესი (ჩ.კასტრო 73), პრიეტო, ველა (ფინბოგასონი 77).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 ნეიმარი (51), 2:0 პედრო (85).
გაფრთხილებები: მასკერანო - გრანერო, დე ლა ბელა, ბერგარა, რული, პარდო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
გრანადა – კორდობა 2:0 (1:0)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, ბაბინი, მაინცი, ნიომი, ხ.კარლოსი (ფოლქიერი 82), რ.პერესი (იტურა 63), მარკესი, პიტი, ბანგურა, ელ არაბი (კორდობა 84).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დეივიდი, ი.ლოპესი, გუნინო, ედიმარი, ლუსო, კრინი, ბ.გარსია (პანტიჩი 46), აბელი (კარტაბია 56), ფიდელი (ვიკო 62), ანდონე.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო
გოლები: 1:0 მაინცი (45), 2:0 ელ არაბი (69).
გაფრთხილებები: ელ არაბი, რ.პერესი – ი.ლოპესი, კრინი, პანტიჩი, კარტაბია
გაძევებები: ი.ლოპესი (30), კარტაბია (79).
მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი
ბილბაო – დეპორტივო 1:1 (1:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, აჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი (უ.ლოპესი 72), სან ხოსე, ვიგუერა (სუსაეტა 46), მ.რიკო (იტურასპე 87), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლაურე, პაბლო (სალომაო 64), ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი, ხუანფრანი (კავალეირო 71), ლუისინიო, რიერა (პოშტიგა 71).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0 ადურისი (14), 1:1 ლოპო (93).
გაფრთხილებები: ადურისი, ლაპორტე, დე მარკოსი, სან ხოსე – პოშტიგა, ლ.პერესი, ბორგესი, ლოპო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო