იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “მილანმა” შინ “რომა” 2:1 დაამარცხა. სტუმართაგან 73-ე წუთზე გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანიდან. დედაქალაქელთა ლეგენდარულმა მოთამაშემ სერია ა-ში 68-ე პენალტი გამოიყენა და ამ მაჩვენებლით რობერტო ბაჯოს გაუთანაბრდა.
ახლა რეკორდს ბაჯო და ტოტი იყოფენ, “რომას” თავდამსხმელს კი შანსი აქვს, შედეგი გააუმჯობესოს.