ფეხბურთი

22:14 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მესი ყველასგან განსხვავებულია"

ლიონელ მესის მიმართ საქებარ სიტყვებს "ბაიერნთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არ ერიდებიან. ამჯერად არგენტინელი ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შეაქო. "განსაკუთრებულის" თქმით, მესი სხვა ფეხბურთელებს არ გავს. ამის შესახებ მან "ლივერპულთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მესიმ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გვარდიოლასთან ერთად. მიმდინარე სეზონში ითამაშებს ლუის ენრიკესთან ერთად, ხოლო ერთ დღეს იგივეს ვინმე "ანტონიოსთან" ერთად გააკეთებს. მესი ერთადერთი ფეხბურთელია და ყველასგან განსხვავებული.

იგი ყველაზე სახიფათო მეტოქე იყო, ვისთანაც ჩემს გუნდებს უთამაშიათ. ყოველ ჯერზე, როცა მის წინააღმდეგ თამაში გვიწევდა, ვფიქრობდი თუ როგორ უნდა გაგვეჩერებინა ის, თუმცა ეს შეუძლებელი გახლდათ", - განაცხადა მოურინიომ.

ლიონელ მესისადმი კომპლიმენტების მიძღვნამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც შუა კვირაში მიუნხენის "ბაიერნს" დუბლი შეუსრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114875