yahoo-ს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიურ ნაკრებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადისთვის ეროვნული გუნდის თავკაცი კარლოს დუნგა მოამზადებს. ის ამ თანამდებობაზე ალეშანდრო გალოს შეცვლის, რომელიც ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 27 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გალო ასევე 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიც იყო და ამ გუნდსაც დატოვებს. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 20-წლამდელებს მარიუ როჟერიუ რეის მიკალე გაწვრთნის.