ფეხბურთი

12:55 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ბენტეკეში 41 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ცნობით, “ლივერპული” მზადაა “ასტონ ვილას” ბელგიელ შემტევში, კრისტიან ბენტეკეში 41 მილიონი ევრო გადაიხადოს. მერსისაიდელები აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში გეგმავენ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენტეკეს შეძენას “მანჩესტერ იუნაიტედიც” აპირებს.

მიმდინარე სეზონში ბენტეკემ “ასტონ ვილას” მაისურით პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 2010 წლიდან ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 21 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114338