ფეხბურთი

9:34 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ქასიმფაშაში" დვალი გამოჩნდა

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში "ესკიშეჰირისფორმა" შინ 4:1 დაამარცხა "ქასიმფაშა". სტუმართა სასტარტო შემადგენლობას ლაშა დვალი დაუბრუნდა, რომელიც 36-ე წუთზე შეცვალეს. თურქეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში "ქასიმფაშა" 35 ქულით მე-11 ადგილზეა.

პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "იაგიელონია" შინ ვროცლავის "სლასკს" დაუზავდა (1:1). მე-60 წუთზე ნიკა ძალამიძე ჩაერთო თამაშში, გიორგი ფოფხაძე კი სათადარიგო იყო. პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდი ცალკე აგრძელებს ასპარეზობას. "იაგიელონია" 26 ქულით მესამე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "უიპეშტმა" სტუმრად 4:2 დაამარცხა "სპარტაკუსი." "სპარტაკუსის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ზურაბ არზიანი, რომელმაც 46-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 53-ე წუთზე კი შეცვალეს. მე-80 წუთზე დავით დარციმელია ჩაერთო თამაშში. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში "სპარტაკუსი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა.

საფრანგეთის ნაციონალური ლიგის 32-ე ტურში "პარიზმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კონსოლატი." პარიზელთა შემადგენლობაში ამირან სანაიას არ უთამაშია. ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობს, "პარიზი" კი 64 ქულით მეორე ადგილზეა.

0.133063