ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ისრაელის ქალაქ აშკელონში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს.
ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მე-6 რეიტინგის მქონე ბელარუს სადაფმოჰ ტოლიბოვას 4:6, 6:4, 6:3 სძლია და ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ებრაელ დენიზ ხაზანიუკს გაეჯიბრება.
მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ისრაელის კიდევ ერთი წარმომადგენელი სარაი შტერენბახი (მე-3) და ფრანგი ამანდინ კაზეო (მე-5) დაუპირისპირდებიან.
წყვილთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ და უნგრელმა ნაომი ტოტკამ ებრაელებს – ლანკრის და ნიკოლაევას მოუგეს და ფინალში ძალებს ბრიტანულ-ბელგიურ დუეტთან (დეიგმანი-შოლსენი) მოსინჯავენ.