ფეხბურთი

21:37 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გაიას გაუხანგრძლივა

ესპანეთის პრემერა დივიზიონის ბინადარმა "ვალენსიამ" მარცხენა მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ღამურათა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

19 წლის ფეხბურთელი "ვალენსიას" აღზრდილი გახლავთ და მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა. წლეულს კი მესტალიელთა ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდება. იმედისმომცემმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში აქამდე 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112617