რუსეთის ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ესპანურ გამოცემა as-თან ინტერვიუში მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" მატჩის შესახებაც ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, "იუვენტუსს" წარმატების მიღწევა საპასუხო მატჩშიც შეუძლია.
"2:1 ყველა საკითხს ღია ტოვებს, მაგრამ "იუვენტუსს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და მათ წარმატებით თამაში შეუძლიათ. თავის მხრივ, ანჩელოტისაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, თუმცა მოდრიჩის არყოფნა დიდი დანაკლისია. რამოსი ნახევარდაცვაში? - ყველა მწვრთნელმა იცის, რასაც აკეთებს. კარლო წვრთნის მათ და მათთან ყოველდღე საუბრობს", - თქვა კაპელომ.
კაპელო თავის დროზე იტალიურ და ესპანურ გრანდსაც თავკაცობდა. "იუვენტუსისა" და "რეალის" განმეორებით მატჩი კი 13 მაისს გაიმართება.