ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმანდო დუკას განცხადებით, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფა და უეფა 2016 წელს მიიღებს და ახალ ეროვნულ ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მიეცემა.
“დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვო 2016 წელს უეფას და ფიფას წევრი გახდება. ვესაუბრე მსოფლიოს და ევროპის ფეხბურთის ლიდერებს და კოსოვოს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.” – განაცხადა დუკამ.
ფიფამ და უეფამ 2014 წელს კოსოვოს ნება დართეს ფიფას წევრ ეროვნულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გაემართა.