იტალიის სერია A-ს ბინადარ გენუის “სამპდორიას” ოდიოზურმა პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ რადიო kiss kiss-თან საუბარში განაცხადა, რომ თავის გუნდში სიამოვნებით იხილავდა “ლივერპულის” ფორვარდ მარიო ბალოტელის.
“ბალოტელი? - ძალიან კარგი სახელია და რა თქმა უნდა მას ბევრი გუნდი ისურვებდა. “სამპდორიისთვის” ახლავე შევიძენდი. მისი და ეტო’ოს დუეტი ფანტასტიკური იქნებოდა”, - განაცხადა ფერერომ.
გენუის გუნდი მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ასპარეზობის შანსიც გააჩნია.