ფეხბურთი

20:00 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა გამოჯანმრთელდა

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება. 27 წლის ფორვარდი სათამაშოდ მზად უკვე შაბათს, “ვალენსიასთან” გასამართ მატჩში იქნება.

ბენზემა ბოლოს მოედანზე 8 აპრილს, “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში იყო, მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.

მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში გამართულ 28 მატჩში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

0.116262