ფეხბურთი

2:45 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნახსენებია, რომ ჩემპიონატი 16 მაისს შეწყდება.

მიზეზი, ფედერაციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაა. როგორც განცხადებაშია ნახსენები, ესპანეთის სპორტის სამინისტრო უხეშად ერევა ფედერაციის კომპეტენციაში. მხარეები ლა ლიგის სატელევიზიო უფლებებზე დავობენ. როგორც ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ახალი სატელევიზიო კონტრაქტის დეტალებში ზღუდავენ. ესპანური ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლების თქმით, ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან და მზად არიან დიალოგისთვის, რათა ჩემპიონატის ჩაშლა არ მოხდეს.

იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება არ მოგვარდება, ჩემპიონატის 37-ე და 38-ე ტური არ ჩატარდება. როგორც განცხადებაშია მითითებული, გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით მიმდინარეობს, რომელიც ესპანეთის თასის ფინალსაც ეხება.

თეგებილა ლიგა
0.110757