კატალონიის “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნის” მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსთან” საუბარში ესპანური გრანდის თავკაცმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ნაჩვენები შედეგითა და თამაშით კამყოფილება გამოთქვა.
"რა თქმა უნდა მშვენიერი შედეგია, ფინალთან ძალიან ახლოს ვართ. გუნდის თამაშით და საერთოდ, ყველაფრით ძალზე კმაყოფილი ვარ.
ჩემი მომავალი? – აქ ჩემი ოჯახია და ჩემი ცხოვრებაა. ძალიან ბედნიერი და ამბიციური ვარ. დარჩენა და ამ გუნდის გაძღოლა ისევ მინდა.
ცუდი არ იქნებოდა ფინალში “იუვენტუსთან” თამაში. მათაც, ჩვენსავით წინ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვთ, მაგრამ “ბერნაბეუზე” ადვილი მატჩი არ ექნებათ.
დღევანდელი გამარჯვება მხოლოდ მესის დამსახურებაა არაა, არამედ მთლიანად გუნდის, ყველასი.
რას ვურჩევდი გვარდიოლას? – ფეხბურთი ესაა”, - თქვა ლუის ენრიკემ.
“ბარსელონა” მიუნხენს 6 დღის შემდეგ, 12 მაისს ესტუმრება.