წარსულში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ “ბარსელონა” – “ბაიერნის” მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელი ლიონელ მესის შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა. საკის თქმით, მესი ფეხბურთის გენიოსია და მას მხოლოდ დიეგო მარადონა თუ შეედრება.
“მესიმ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და საოცარი ფორმა დაიბრუნა. არგენტინელი უნივერსალი და ერთადერთი ფეხბურთელია. მას გუნდისთვის თამაშიც შეუძლია და ნახევარდაცვაში ჩამოსვლასაც არ თაკილობს. ჩვენ ფეხბურთის ისეთი გენიოსის ირგვლივ ვტრიალებთ, როგორიც დიეგო მარადონა იყო. დღესდღეობით მესისნაირი მოთამაშე არ არსებობს”, - თქვა საკიმ.
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნი” 3:0 დაამარცხა, ხოლო მესიმ ამ მატჩში გადამწყვეტი სიტყვა თქვა და გერმანულ გიგანტს დუბლი შეუსრულა.