ფეხბურთი

22:18 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საულმა “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნიჭიერმა ნახევარმცველმა საულ ნიგუეზმა ახალ კონტრაქტს მოაწეხა ხელი, რომლის მიხედვითაც “ვისენტე კალდერონზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესია “ატლეტიკოს” მაისურის ტარება. მე ამ კლუბში 12 წლიდან ვთამაშობ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ჩემი კარიერის წინსვლაში ოდნავი წვლილი შეიტანა. ჩემთვის “ატლეტიკოს” მაისურით თამაში საუკეთესო რამაა და ახალი კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.114597