ფეხბურთი

21:51 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგოსთვის სეზონი დასრულდა

“ვალენსიას” შემტევი როდრიგო მორენო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. მიზეზი, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაა, რომელიც მას ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა.

როდრიგო ლა ლიგის 34-ე ტურში “რაიო ვალეკანოსთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის 77-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო გააძევეს. ის მადრიდელთა მეკარის ტონიო პროვოკაციას წამოეგო და საპასუხოდ, ფეხი წამოუდო, რაც შეხვედრის მთავარ მსაჯს ვიკანდი გარიდოს არ გამოპარვია. ლა ლიგაში სულ სამი ტურიღაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში მორენო მოედანზე ვეღარ გავა.

23 წლის ფეხბურთელი “ვალენსიაში” ზაფხულში “ბენფიკადან” გადავიდა 30 მილიონ ევროდ და უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა. მან “ღამურების” მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ასევე 3 წითელი ბარათი დაიმსახურა.

თეგებილა ლიგა
0.115219