ფეხბურთი

3:00 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "იუვემ" ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალს” 2:1 აჯობა. თამაშის შემდგომ მასპნძელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა.

“კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბიჭებმა გააკეთეს. მათ სავსებით დაიმსახურეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში.

ეს ადვილი არ იყო. ჩემი ფეხბურთელების მადლობელი ვარ. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და მომენტებიც გვქონდა, თუმცა არც ამ შედეგით ვარ უკმაყოფილო.

დღეს ბიჭებმა ოთხკაციანი დაცვით კარგად ითამაშეს, თუმცა მეორე მატჩში არ ვიცი, რომელ ტაქტიკას ავირჩევ.

ჩვენ სეზონის მიმდინარეობისას ძალზე გავიზარდეთ”, - განუცხადა ნამატჩევს ალეგრიმ “სქაი სპორტს”.

ამ გუნდთა განმეორებითი მატჩი 13 მაისს, მადრიდში გაიმართება.

0.120736