მსოფლიო და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ დინო ძოფმა ესპანურ რადიოსთან ისაუბრა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, მისი მოსაზრებით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა და იკერ კასილიასსა და ჯანლუიჯი ბუფონს შორის მისთვის გამორჩეული დაასახელა.
“ბუფონი თუ კასილიასი? – კასილიასი უკეთესია, თუმცა საუკეთესო მანუელ ნოიერია, მაგრამ თუ მაინცდამაინც არჩევანს ამ ორს შორის მთხოვთ, მე იკერი მირჩევნია.
ჩემი “იუვენტუსი” დღევანდელ გუნდზე ბევრად ძლიერი იყო.
კარლო ანჩელოტი კი “რეალისთვის იდეალური მწვრთნელია”, - თქვა ძოფმა.
დინო ძოფს კარიერის უდიდესი და საუკეთესო პერიოდი “იუვენტუსში” გაუტარებია. იგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ მიიჩნევა.