ფეხბურთი

18:01 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახათაძე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

რუსეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, რომელიც ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი გიორგი მახათაძე ითამაშებს.

17 წლის ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის “ლოკომოტივის” აღზრდილია. სხვათა შორის, რუსებმა ევრო-2015-ზე გამოსვლის უფლება მისი გოლით მოიპოვეს.

ელიტრაუნდში ავსტრიელებთან დასკვნით მატჩში მახათაძემ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. აღებულმა ქულამ კი, მიხაილ გალაკტიონოვის შეგირდებს ევრო-2015-ის საგზური მოუტანა.

0.117612