ბერძნულ ერეთრიაში სტარტი აიღო ევროპის პირველობამ სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 4 ქართველიც ჩაერთო.
50+ ასაკის ვაჟთა შორის ლიდერობს მსოფლიოს 20014 წლის ჩემპიონი სენიორთა შორის ზურაბ სტურუა. მის აქტივში 6-დან 5 ქულაა. 4 ქულა დააგროვა და ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზეა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი.
65+ ასაკის ზემოთ მონაწილეთა შორის წარმატებით ასპარეზობს ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი. მის ანგარიშზე 6-დან 4 ქულაა და ის მე-8 ადგილზეა. სენიორთა შორის მსოფლიოს, ევროპის პირველობების მრავალგზის ჩემპიონ და პრიზიორ თამარ ხმიადაშვილს ჯერჯერობით 3 ქულა აქვს და 25-ე პოზიცია უკავია.