ფეხბურთი

12:07 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ძანეტის 4-ნომრიანი მაისური უკვდავყო

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სან სიროზე” მოქმედი და ყოფილი ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც კლუბმა “ნერაძურის” ლეგენდის ხავიერ ძანეტის 4-ნომრიანი მაისური უკვდავყო. ამიერიდან “ინტერის” არცერთ ფეხბურთელს 4 ნომრით თამაში არ შეეძლებათ.

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იტალიური გრანდის რიგებში 1995 წლიდან 2014 წლის ზაფხულამდე თამაშობდა, 858 ჩატარებულ შეხვედრაში კი ნახევარმცველმა 21 გოლი გაიტანა. ამჟამად სამხრეთამერიკელი “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.249563