ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა “სკონტომ” სტუმრად მოქმედ ჩემპიონ “ვენტსპილსთან” 0:0 ითამაშა.
განვლილ შეხვედრაში რიგელთა შორის უკრაინის მოქალაქე მცველ ლევან მახარაძეს არ უთამაშია. 21 წლის უკანახაზელი “სკონტოს” ზამთარში შეემატა. პერტიას გაწვრთნილებმა 8 ქულა დააგროვეს და 10 გუნდში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში დონეცკის “ოლიმპიკმა” ზაპოროჟიეს “მეტალურგი” მიიღო და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ.
მეკარე ზაურ მახარაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, დონეცკელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. უკრაინული პასპორტის მქონე ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ “მეტალურგში” 64-ე წუთიდან ითამაშა. “ოლიმპიკი” 23 ქულით 14 გუნდში მეცხრეა, ხოლო “მეტალურგი” 31 ქულით მეათეა.