ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის აპრილის საუკეთესო სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
თვის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე მადრიდის “ატლეტიკოდან” და “ბარსელონადან” არიან წარდგენილები.
ლა ლიგის აპრილის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მცველები: დავიდ ლომბანი (“ელჩე”), დანიელ კარისო (“სევილია”), დანი ალვეში (“ბარსელონა”), ხესუს გამესი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: ევერ ბანეგა (“სევილია”), სოფიან ფეგული (“ვალენსია”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”);
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ორივე “ბარსელონა”).