ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ქართველმა ლეგიონერმა გოგიტა გოგუამ რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 30-ე ტურში ორენბურგის “გაზოვიკთან” საშინაო მარცხის (1:3) შემდეგ, კლუბის გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
“ეს მარცხი ფსიქოლოგიურ მომენტებს უკავშირდება. ჩვენგან ყველა კარგ შედეგს ელოდა და ფეხბურთელები ემზადებოდნენ. ახლაც ვერ გამიგია პირველი გოლი როგორ გავუშვით, რომლის შემდეგ გუნდი “დაიშალა”. ამის მერე ძალების მოკრება რთული იყო. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი” – იუწყება გოგუას სიტყვებს ინტერნეტპორტალი dvnovosti.ru.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “სკა-ენერგიამ” ხაბაროვსკში პირველი მატჩი ჩაატარა, ხოლო გოგუამ მეორე ტაიმი ითამაშა.