ფეხბურთი

11:12 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" "ლაციოს" გადაასწრო, დი ნატალემ ბაჯოს

იტალიის სერია A-ში ჩემპიონის ვინაობა ოფიციალურად გამოვლინდა. ახლა ისღა დარჩა გასარკვევი თუ რომელი გუნდი იასპარეზებს გაისად ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე და რომელი გუნდები დატოვებენ ელიტარულ დივიზიონს.

კვირის სათამაშო დღის მთავარ მატჩში “ნაპოლიმ” “მილანი” მიიღო და თამაშის ბოლო ოც წუთში გატეხა. შეხვედრის დაწყებისთანავე სტუმრები მატია დე შილიოს გაძევების შემდეგ კაცნაკლულნი დარჩნენ, ხოლო გონსალო იგუაინმა დიეგო ლოპესს პენალტი ვერ გუატანა. “აძური” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი 70-ე წუთამდე არ გადიოდა, მანამ სანამ მარეკ ჰამშიკმა არ იხეირა. ამის შემდეგ იგუაინმა და მანოლო გაბიადინიმ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს. “ნაპოლი” მესამე ადგილოსან “ლაციოს” 4 ქულამდე დაუახლოვდა.

დიახ, “ლაციომ” პოზიცია დათმო და ახლა მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სტეფანო პიოლის გუნდმა ბერგამოში “ატალანტას” ვერ მოუგო. 49-ე წუთზე მასპინძლები ექს ლაციოელმა ჯუზეპე ბიავამ დააწინაურა. “არწივებს” ქულა 77-ე წუთზე მარკო პაროლოს გატანილმა ლამაზმა გოლმა გადაურჩინა.

“ლაციოს” ვერმოგებით მშვენივრად ისარგებლა “რომამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ჯენოას” თითო ტაიმში თითო გოლი აკმარა. სეიდუ დუმბიასა და ალესანდრო ფლორენცის გოლები დიდწილად მათი ინდივიდუალური ოსტატობისა და მეტოქე მოთამაშეების მოდუნების შედეგი გახლდათ. “მგლებმა” თანაქალაქელებს ერთი ქულით გადაუსწრეს.

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა ფლორენციის “ფიორენტინამ” “იებმა” “ჩეზენას” დამაჯერებლად, - 3:1 აჯობეს. დუბლით გამოირჩა სლოვენიელი იოსიპ ილიჩიჩი, ერთიც ვეტერანმა ალბერტო ჯილარდინომ გაიტანა. ვინჩენცო მონტელას გუნდმა ორი საფეხურით მაღლა აიწია და ახლა მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

ევროპის ლიგის ზონაში შეღწევის ჩინებული შანსი გაანიავა მილანის “ინტერმა”. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ “ნერაძური” უმოტივაციო “კიევოს” საკუთარ მოედანზე მოუგებდა, თუმცა ობერტო მანჩინის შეგირდებმა მეტოქის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს და უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

ვერონაში ადგილობრივ გუნდს “უდინეზემ” ტოტო დი ნატალეს ულამაზესი გოლით მოუგო. იტალიელმა თავდამსხმელმა კი სერია A-ში 206-ე გოლი გაიტანა და თვიტ რობერტო ბაჯოს შედეგი გააუმჯობესა.

XXXIV ტურში გასამართი კიდევ ორი მატჩი დარჩა, “კალიარი” “პარმას”, ხოლო “ტორინო” “ემპოლის” უმასპინძლებს.

“რომა” – “ჯენოა” 2:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 41.000

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (იანგა-მბივა 72); იბარბო (ჰოლებასი 87), დუმბია (იტურბე 60), ჟერვინიო

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, იცო, დე მაიო; ტამბე (იაგო ფალკე 46), კუჩკა, ბერტოლაჩი (ტინო კოსტა 59), რინკონი; ბერგდიხი, ნიანგი, ლაქსალტი (ლესტიენი 59)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 დუმბია (35), ფლორენცი (90)

გაფრთხილება: მანოლასი (52), ტოროსიდისი (65), დე როსი (90) – რინკონი (32), ლაქსალტი (56), იცო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 10 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:8 გაფრთხილება: 3:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ატალანტა” – “ლაციო” 1:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14.000

“ატალანტა” (4-5-1): სპორტიელო; მაზიელო, ბელინი, ბიავა, დელ გროსო; დ’ალესანდრო (ძაპაკოსტა 70), მილიაჩო, კარმონა, ჩიგარინი (მორალესი 79), გომესი; პინილია (ბიანკი 70)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, სიანი, მაურისიო, რადუ (ბრაიფიედი 69); კატალდი, პაროლო; ანდერსონი, მაური (ჯორჯევიჩი 64), კანდრევა; კეიტა (პერეა 76)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 ბიავა (49), 1:1 პაროლო (77)

გაფრთხილება: მაზიელო (32), სპორტიელო (86) – ანდერსონი (34), კატალდი (37), სიანი (45), ბასტა (73), პერეა (80), მაურისიო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 14 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 9:5 გაფრთხილება: 2:6

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ფიორენტინა” – “ჩეზენა” 3:1 (2:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28.675

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა, ვარგასი; ბადეი, კურტიჩი, ბორხა ვალერო (მატი ფერნნადესი 72); ილიჩიჩი (ლაძარი 82), ჯილარდინო, სალაჰი (დიამანტი 63)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; კაპელი, პერიკო, კრაინჩი, რენძეტი; ჯორჯი (კაშონე 46), მუდინგაი (დალ მონტე 73), კარბონერი; ბრიენცა; როდრიგესი (ჯურიჩი 75), დეფრელი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (32, პენ), 2:0 ილიჩიჩი (35), 3:0 ჯილარდინო (56), 3:1 როდრიგესი (59)

გაფრთხილება: ილიჩიჩი (68) – კაპელი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (12) – 13 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:5 გაფრთხილება: 1:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ვერონა” – “უდინეზე” 0:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 17.418

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; სალა, მარკესი, მორასი, პიზანო; ობადი (სავიოლა 77), გრეკო, ტაკჩიდისი; იანკოვიჩი (ფერნანდინიო 87), ტონი, ლოპესი (აგოსტინი 63)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი; ალანი, გილერმე, პინცი; კონე (ფერნანდესი 71); პერიკა (დი ნატალე 59), ტერო (აგირე 88)

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გოლი: 0:1 დი ნატალე (62)

გაფრთხილება: გრეკო (34) – პერიკა (30), ალანი (51), პირისი (54), ბუბნიჩი (66)

გაძევება: სალა (61), მარკესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 21 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:5 გაფრთხილება: 1:4 გაძევება: 2:0

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ინტერი” – “კიევო” 0:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 33.144

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბრიზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი (პოდოლსკი 53); ერნანესი (შაქირი 65); პალასიო (კოვაჩიჩი 77), იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო; დაინელი (სარდო 60), ცეზარი, ფრეი (ბირაგი 8); კრისტიანსენი, რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი (გამბერინი 57); პალოსკი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გაფრთხილება: მედელი (36), პოდოლსკი (63), შაქირი (86) – ბირაგი (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (5) – 11 (5) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 11:5 გაფრთხილება: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“ნაპოლი” – “მილანი” 3:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 31.000

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ჟორჟინიო (გაბიადინი 55), ლოპესი (ლუპერტო 83); კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე (მერტენსი 69); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; დე შილიო, პალეტა, ალექსი, ბოკეტი (ბონერა 61); ვან გინკელი, დე იონგი, პოლი; ჰონდა, დესტრო (პაცინი 57), ბონავენტურა (84)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

გოლები: 1:0 ჰამშიკი (70), 2:0 იგუაინი (74), 3:0 გაბიადინი (77)

გაფრთხილება: ალბიოლი (65), ჰამშიკი (71)

გაძევება: დე შილიო (2)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (7) – 2 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 14:1 გაფრთხილება: 2:0 გაძევება: 0:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16.

0.128794