ფეხბურთი

1:19 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის მე-18 გოლი

დანიის სუპერლიგის 27-ე ტურში “ბრონდბიუმ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ოდენსე.” “ოდენსეს” განაცხადში მოხვდა ლადო დვალიშვილი, თუმცა არ უთამაშია. დანიის 12 გუნდიან სუპერლიგაში “ოდენსე” 32 ქულით მერვე ადგილზეა.

დანიის პირველი დივიზიონის 27-ე ტურში “ორჰუსმა” შინ 4:0 დაამარცხა “ბრონშო.” ერთი გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა, მან 47-ე წუთზე ორამდე გაზარდა სხვაობა, მან მიმდინარე სეზონში მე-18 გოლი გაიტანა. ვაწაძემ სრულად ითამაშა, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, დავით დევდარიანი კი ტრავმირებულია. მათე ვაწაძე 18 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.დანიის პირველი დივიზიონის 12 გუნდიან ჩემპიონატში “ორჰუსი” 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “ვიბორგს” 2 ქულით ჩამორჩება.

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში “დნიპრომ” სტუმრად 3:0 დაამარცხა ოდესის “ჩერნომორეცი.” მარკევიჩის გუნდის განაცხადში ვერ ვიხილეთ ჯაბა კანკავა. შესვენების შემდეგ თამაშში “ჩერნომორეცის” ქართველი მცველი გიორგი გადრანი ჩაერთო. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “დნიპრო” 50 ქულით მეორე ადგილზეა, “ჩერნომორეცი” კი 18 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

პორტუგალიის სეგუნდალიგის 42-ე ტურში “კოვილასა” და “ფეირენსეს” დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. “ფეირენსეს” განაცხადში მოხვდა გიორგი მაკარიძე, თუმცა არ უთამაშია. ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობს, “ფეირენსე” კი 70 ქულით მე-7 ადგილზეა.

პოლონეთის პირველი დივიზიონის 28-ე ტურში “სუვალკიმ” შინ 1:0 დაამარცხა “არკა.” “არკას” განაცხადში არ იმყოფებოდა ოთარ ჯავაშვილი. პოლონეთის პირველ დივიზიონში 18 გუნდი მონაწილეობს, “არკა” კი 40 ქულით მე-7 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “კერკირასა” და “პანათინაიკოსის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აკაკი ხუბუტია “კერკირას” განაცხადში არ იმყოფებოდა. საბერძნეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კერკირა” 44 ქულით მე-9 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის 28-ე ტურში “დაჩიამ” შინ 3:0 დაამარცხა “საქსანი.” “დაჩიას” განაცხადში მოხვდა დავით სირაძე, რომელიც მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. ჯაბა დვალს არ უთამაშია. “საქსანის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი გოგინაშვილი, რომელმაც მინდორი 28-ე წუთზე დატოვა. მოლდოვის 11 გუნდიან ჩემპიონატს “დაჩია” 49 ქულით ლიდერობს, “საქსანი” კი 27 ქულით მე-6 ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “პარტიზანმა” სტუმრად 4:0 დაამარცხა “ვოივოდინა.” “ვოივოდინას” შემადგენლობაში დავით კოხიას კვლავ არ უთამაშია. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ვოივოდინა” 40 ქულით მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117173